რუსეთის მოთხოვნებზე კონსესუსი არ იქნება

25 მარტი 2022, 22:02 894 ნახვა

რუსეთის ფედერაციასთან კონსენსუსი არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად 6-დან 4 საკვანძო საკითხზე კონსენსუსს უახლოვდებიან“. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. რუსეთ-უკრაინას შორის ომის პარალელურად მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემაზე - უკრაინაში სახელმწიფო ენის სტატუსზე საუბრისას, კულებამ აღნიშნა, რომ „უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი