1 თვე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. მიწასთან არის გასწორებული რამდენიმე ქალაქი. მუდმივად იბომბება სამოქალაქო ობიექტები. იღუპებიან ბავშვები. მათი დიდი ნაწილი კი ლტოლვილად იქცა. რუსეთის აგრესია დაგმო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ და კრემლს ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესეს. ბრძოლა თავისუფლებისთვის, არაადამიანურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.