ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT მეტეოროლოგიური მონაცემების რუსეთისთვის გაზიარებას წყვეტს

23 მარტი 2022, 12:53 668 ნახვა

სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT რუსეთთან მეტეოროლოგიური მონაცემების გაზიარებას წყვეტს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, მეტეოროლოგიურმა მონაცემებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური თავდასხმის დაგეგმვაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთთან თანამშრომლობაზე სამმა მსგავსმა ორგანიზაციამ თქვა უარი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში