ცესკოს თავმჯდომარე შშმ პირებს შეხვდა

22 მარტი 2022, 18:30 1652 ნახვა

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც 2 აპრილსა ჩანიშნული. მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში დღეს იმიტირებული არჩევნები გაიმართა, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ესწრებოდა. გიორგი კალანდარიშვილი დღესვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა და ტექნოლოგიური სიახლეებისა და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ ამომრჩევლებს სთავაზობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში