„თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, მიუბრუნდება მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის დაუპირისპირდება ნატო-ს, ეცდება ნატო-ს დაშლას და დაუპირისპირდება ჩვენს დემოკრატიას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ნატოს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა ეველინ ფარკასმა სიენენ-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.