ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი ვირუსი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ის ისეთ სიურპრიზებს უმზადებს საზოგადოებას, რომლის წინასწარ განჭვრეტა არ არის ადვილი.
"ბევრ ქვეყანაში დაიწყო ცირკულირება ჰიბრიდულმა შტამმა, რომელსაც ეძახიან "დელტაკლონს", "დელტა მიკრონს". ეს არის ჰიბრიდი "დელტასი" და "ომიკრონის". არის ჯერჯერობით ათეული შემთხვევები, თუმცა შესაძლებელია, რომ გავრცელდეს.
წინასწარი მონაცემები ამ შტამის, არის ის რომ მას აქვს წამოღებული გარკვეული ინფორმაცია "დელტასი" და ასევე "ომიკრონის", თუმცა ჭარბობს "ომიკრონის" თვისებები. ეს ახალი შტამიც სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისი კლინიკური მიმდინარეობა არის უფრო "ომიკრონისკენ", ვიდრე "დელტასკენ". თუმცა რა იქნება მომავალში ჯერ კიდევ არ ვიცით"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მთავარ რეკომენდაციად რჩება, რომ უნდა ავიცრათ.
"ყველგან შიდა სივრცეში ვატაროთ პირბადე და გავიკეთოთ ბუსტერი"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ვაქცინაციაზე აქტიურობა არის ძალიან დაბალი, საშუალოდ დღეში 1000.