დევიდ ბექჰემი სოციალურ ქსელებში საკუთარ ანგარიშებს ხარკოველ პედიატრს გადასცემს

20 მარტი 2022, 22:16 1898 ნახვა

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვარსკვლავური ოჯახი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას მარტის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულან. 

ბექჰემი თავის ანგარიშებს სოციალურ ქსელებში დროებით გადასცემს პედიატრს, ხარკოვის რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს, ირინა კონდრატოვას.

ირინას მიერ გამოქვეყნებული ისტორიების მეშვეობით, დევიდის მთელი აუდიტორია, რომელსაც 71 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ინსტაგრამზე, უყურებს, თუ როგორ გადაარჩენენ ექიმები ორსულების, მშობიარეების და ყველაზე პატარა პაციენტების სიცოცხლეს რუსული ჯარების თავდასხმის პირობებში.

„შეიტყვეთ მეტი იმ შესანიშნავი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და სხვა ექიმები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად“, - ამბობს ბექჰემი და UNICEF-ს შემოწირულობებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში