კიდევ ერთი სამხედრო მეთაური, რომელიც უკრაინაში დაიღუპა - რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, პირველი რანგის კაპიტანის ანდრეი პალის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტი, კონსტანტინე ცარენკო ავრცელებს. თუმცა, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ის, უცნობია.
პალი 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს წინააღმდეგ, რუსულ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდა.