რუსეთის აგრესიის 25-ე დღე - გაეროს ინფორმაციით, დაშავდა 1 399 ადამიანი, რომელთაგანაც 78 ბავშვია. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომლის თავშესაფარშიც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევში. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ ხარკოვის რეგიონში 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 14 ბავშვი.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს დღეებში იქნება. ომის 24-ე მძიმე დღე შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეო მიმართვით.