პოდოლსკის რაიონში დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა - კლიჩკო

18 მარტი 2022, 13:08 828 ნახვა

კიევში, პოდოლსკის რაიონში საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. უკრაინის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. 

კლიჩკოს თქმით, გასულ ღამეს საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა. დაზიანდა 6 საცხოვრებელი სახლი, საბავშვო ბაღი და სკოლა.

მერის განცხადებით, ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი