უკრაინის ქალაქ ლვოლვსა და მის შემოგარენში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედია ლვოვის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ძალებმა რაკეტები აეროპორტის მიმართულებით ისროლეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ზარალისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. იგი მოსახლეობას მოუწოდებს იყვნენ ფრთხილად და არ გააზიარონ დაბომბვის ფოტოები.
ამასთან, გენშტაბის ცნობითვე, ღამით უკრაინულმა ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსულ სამხედრო კოლონას დარტყმები მიაყენეს. საზენიტო სისტემებით გაუვნებელყოფილია 14 საჰაერო სამიზნე, მათ შორის შვიდი თვითმფრინავი, სამი უპილოტო და სამი ფრთოსანი რაკეტა.