უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეები, ქართულ სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან და ტავად აირჩევენ რომელ ენაზე მიიღონ განათლება. ასეთია მინისტრის გადაწყვეტილება, ბრძანებაში წერია, რომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. ასევე, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით