მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი - მარიუპოლის მერის მოადგილე

17 მარტი 2022, 13:04 1000 ნახვა

მარიუპოლის მერის მოადგილის განცხადებით, რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი.

სერგეი ორლოვის განცხადებით, ობიექტების 80-90% დაბომბილია.

მისი თქმით, ქალაქში თითქმის არ მუშაობს ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი და მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში თოვლს ადნობს. 

''ერთი შენობაც კი არ დგას დაზიანებების გარეშე. მთლიანადაა დანგრეული, ან დაზიანებული. ხალხს არ აქვთ გათბობა. შესაბამისი სამსახურები ჭებიდან იღებენ წყალს და მოქალაქეებს აწვდიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“ – აღნიშნა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქს დაუყოვნებლივ სჭირდება ჰუმანიტარული დერეფანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი