ჩერნიგოვში რუსულ აგრესიას ერთ დღეში 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

17 მარტი 2022, 12:41 894 ნახვა

ჩერნიგოვში 16 მარტს, რუსული სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა - ამის შესახებ უკრაინული მედია, ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით წერს. 

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ჩერნიგოვში პურის რიგში მყოფი ადამიანები დაბომბეს, შედეგად ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდაცვლილზე. მათ იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებზეც.

„მტერი აგრძელებს  საჰაერო თავდასხმებს რეგიონულ ცენტრებზე, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მხოლოდ გუშინ 53 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს პროზექტურაში. ჩვენ ამისთვის შურს ვიძიებთ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის შეიარაღებულ ძალებისთვის გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას. მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის'' - აცხადებს ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი