რუსულ აგრესიას 108 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

17 მარტი 2022, 12:29 970 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 17 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოზარდები ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგ ოლქებში: კიევი - 52, ხარკოვი - 34, დონეცკი - 25, ჩერნიგოვი - 24, მიკოლაევი - 20, ჟიტომირი - 15, სუმი - 14, ხერსონი - 10.

რუსი სამხედროები საჰაერო შეტაკებებს და ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ.

დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 411 სასწავლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი - 119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 77 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში. 

დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.

ასევე ოკუპანტების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა, დაიღუპა 6 წლის ბავშვი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი