ევროპის საბჭოს შენობის წინ რუსეთის დროშა ჩამოხსნეს.მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციის შემადგენლობიდან გარიცხა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის გაძევებას. მანამდე, რუსეთმა, რომელიც აცნობიერებდა მისი გამორიცხვის გარდაუვალობას, თავად წარუდგინა სტრასბურგს განცხადება ორგანიზაციის დატოვების შესახებ. რუსეთის განცხადების მიუხედავად ევროპის საბჭომ გააგრძელა გარიცხვის პროცედურები. რუსეთი ევროპის საბჭოს 1996 წლის 28 თებერვალს შეუერთდა.