უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

16 მარტი 2022, 14:30 2309 ნახვა

“პუტინს ეგონა, რომ კიევის თავზე რუსეთის დროშას თავდასხმიდან 36 საათში აღმართავდა. ახლა კი თითქმის 3 კვირაა გასული, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, პუტინი უკრაინელების მხრიდან ერთიანობასა და წინააღმდეგობას არ ელოდა, ახლა კი მისი მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, დასავლეთს კი გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში