„თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას, შემთხვევები ნაკლებია თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია - ივანე ჩხაიძე

16 მარტი 2022, 12:51 1133 ნახვა

ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს.

"რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია.

ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მოსალოდნელი ვირუსია თავისი ბუნებით“,-განაცხადა ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი