რუსი ჟურნალისტი, ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა და რუსეთიც დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც თავად ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხთან Varlamov News-თან განაცხადა, ის საზღვარგარეთ წავიდა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება იქიდან დაწერა.
„მეშინოდა, რომ უბრალოდ არ გამიშვებდნენ“, – განაცხადა გილდეევამ.
ის არხზე 2006 წლიდან მუშაობდა.