მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს გაგრძელდება

15 მარტი 2022, 11:50 949 ნახვა

მოლაპარაკებების  მეოთხე რაუნდის , მეორე დღე.  რამდენიმე საათში უნდა განახლდეს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელზეც გუშინ "ტექნიკური შესვენება გამოცხადდა გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად".

სააგენტო UNIAN-მა ყურადღება მიაქცია იმას, რომ გუშინ უკრაინული დელეგაციის რიგებში იყო უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა

"ეს შეიძლება კარგი ამბავი იყოს," - წერს სააგენტო, - რადგან  იუსტიციის მინისტრის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ უკვე ქაღალდზეა დატანილი კონკრეტული პუნქტები და არა მხოლოდ სიტყვიერად ხდება მათი განხილვა.  

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება რუსეთს შეტევის მეორე მცდელობა ექნება. მისი თქმით, კრემლში უკვე ფხიზლდებიან და მეორე წრეზე აღარ წავლენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული დღევანდელ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტის, პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე იმსჯელონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი