ხარკოვში შენობების დაბომბვას ძლიერი ხანძარი მოჰყვა - მაშველებმა ნანგრევებიდან 7 გარდაცვლილი ამოიყვანეს

15 მარტი 2022, 11:34 763 ნახვა

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ, შენობების დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. 

ხანძარი მოჰყვა სავაჭრო ობიექტების დაბომბვასაც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

რამდენიმე ობიექტი თითქმის მთლიანად განადგურდა. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 გარდაცვლილი ამოიყვანეს.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, ხარკოვში ყოველდღე ძლიერი აფეთქებებია, 600 საცხოვრებელი სრულადაა განადგურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი