15 მარტის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 92. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 47 პაციენტი.
29 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი.