ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა

15 მარტი 2022, 10:31 762 ნახვა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა - ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სწავლობენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.

„უკრაინამ აცნობა მაგატეს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში