უკრაინის დედაქალაქ კიევში დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.
კიევში, პოდოლსკის რაიონში ჭურვი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხანძარი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა. აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი, სვეტლანა ვოდოლაგა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, დილით მოწინააღმდეგის ძალების მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში, ასევე ერთ მრავალსართულიან კორპუსს პოდოლსკის რაიონში და კერძო სახლს ოსოკორკის რაიონში.
გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ ფასადი.
განთენიისას სულ მცირე ორი აფეთქება დაფიქსირდა დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში.