წარმოშობით იორდანელი ექიმი სტომატოლოგი საიდ კადანი უკრაინას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. სწავლობდა ქალაქ პოლტავას სტომატოლოგიური აკადემიაში შემდეგ ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში, ორდინატურაც და რეზიდენტურაც დაასრულა. მოღვაწეობაც ხარკოვში გააგრძელა და ხარკოვის წამყვან სახელმწიფო და კერძო კლინიკებში 12 წელი გაატარა. განვითარებული მოვლენების გამო კი საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა აქ სიმშვიდესთან ერთად სამუშაო სჭირდება .