აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ახალი შტამი "დელტამიკრონი" - თენგიზ ცერცვაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე

14 მარტი 2022, 19:19 5165 ნახვა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ახალი შტამი "დელტამიკრონი".

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემები, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი 17 პაციენტში დააფიქსირეს. 

"სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარსელის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ მაინც ჩანს, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს სულ ცოტა 17 ადამიანში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“, პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, როგორც „ომიკრონი“ ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის ექნება.

შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. თუმცა, ჯერჯერობით 17 შემთხვევაა დადასტურებული და ეს მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ ახალი შტამის სტრუქტურის მეცნიერულ ანალიზს. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, - აცხადებს ცერცვაძე.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი