NATO ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - ხავიერ კოლომინა

14 მარტი 2022, 14:31 797 ნახვა

NATO საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ განაცხდა.

„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, -წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში