უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო 

14 მარტი 2022, 13:14 853 ნახვა

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხევდრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

"დაიწყო მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე რთული საუბარი. რუსეთის ფედერაციამ კი იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ილუზიაში, რომ 19-დღიანი ძალადობა მშვიდობიან ქალაქებზე - სტრატეგიის სწორი არჩევანია“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი