რუსულმა ჯარებმა ჟიტომირის მახლობლად 7 შენობა გაანადგურეს, რივნეს მახლობლად დაზიანდა სატელევიზიო ანძა

14 მარტი 2022, 10:00 881 ნახვა

ჟიტომირის რაიონში, სოფელ სტავიშეზე  რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის სამსახურში ადასტურებენ.

მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა 7 შენობა. ასევე, საჰაერო დარტყმის გამო რივნესთან სატელევიზიო ანძა დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი