რუსმა სამხედროებმა უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს

13 მარტი 2022, 16:11 1264 ნახვა

ამჯერად ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს.  მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსი აგრესორების ტყვეობაში რჩება მელიტოპოლის მერიც. მესამე დღეა აგრესორები ცდილობენ ივან ფიოდოროვი აიძულონ რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო მიმართვა ჩაწეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა გატაცებული მერის დასაბრუნებლად დახმარება დასავლეთს თხოვა. მანამდე კი მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი მერი გალინა დანილჩენკო დანიშნეს. მან მოსახლეობას ახალ რეალობასთან შეგუება სთხოვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი