შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
დაფინანსება, რომელიც ბაიდენმა საგარეო დახმარების აქტის მეშვეობით გამოყო, შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან, ასევე უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობას იძლევა.