საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის განადგურება დაიწყეს - იბომბება ეკლესიებიც

13 მარტი 2022, 13:55 1069 ნახვა

ქალაქ ხარკოვთან მდებარე სოფლის პიატი ხატკის დაბომბვის შედეგად წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძარი დაზიანდა.  ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ცნობით, ეკლესიაში ჩამტვრეულია ფანჯრები და კარები, დაზიანებულია  ეკლესიის კედლები, დამტვრეულია საეკლესიო ჭურჭელიც. რუსეთმა  ავიაიერიში მიიტანა  დონეცკში  მდებარე  სვიატოგირსკის ლავრაზეც. აფეთქებამ  ტაძრის ფანჯრები ჩაამსხვრია.

აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა,  დაიჭრა ათობით ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ღამის საათებში  ყველა დევნილი და სასულიერო პირი მონასტრის ბუნკერში აფარებდა თავს, მათგან 200 ბავშვია. სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად.

საოკუპაციო ძალებმა კულტურული მემკვიდრეობის განადგურება დაიწყეს. უკრაინაში ივანკივის მუზეუმი დაიწვა. მუზეუმში უკრაინული ხალხური ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა.

საფრთხეშია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი