ხარკოვში ფსიქონევროლოგიური პანსიონი დაბომბეს, რომელშიც 330 ადამიანი იმყოფებოდა - უკრაინული მედია

11 მარტი 2022, 13:32 1141 ნახვა

ხარკოვის ოლქში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ოსკოლის ფსიქონევროლოგიურ პანსიონს, რომელშიც 330 ადამიანი იმყოფებოდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 73-მა ადამიანმა მოახერხა ევაკუაცია მეზობელ სკოლა-ინტერნატში. დაბომბვის დროს  პანსიონში სულ 330 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 50 მწოლიარე.

აფეთქების შედეგად მოხდა შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე მშენებარე კონსტრუქციების ჩამონგრევა.

გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ასევე, ხარკოვში, დაბომბვის გამო, 350-მდე სახლი დარჩა გათბობის გარეშე. ადგილობრივებს სკოლის შენობებში შეასახლებენ, რომლებიც დაბომბვას გადაურჩა.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ 350 სახლის სია, რომლებშიც ომის დასრულებამდე გათბობას ვერ აღვადგენთ. გარეთ ყინავს, ამიტომ გადავიყვანთ ხალხს ხელუხლებელ სკოლებში"- განაცხადა ხარკოვის მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი