ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შავაძეების ოჯახის 8 წევრიდან 3 მცირეწლოვანია.

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა თანხის ნაწილი, რომელსაც საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ნაწილის გადარჩენა კი შეძლეს.
"30 ათასი ლარი გვქონდა, ნაწილის გადარჩენა შევძელით, ნაწილი დაიწვა. ასევე ძვირფასეულობა, ყველაფერი განადგურებულია", - აცხადებს დაზარალებული.

შემთხვევის ადგილას, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.