ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტზე

10 მარტი 2022, 18:32 979 ნახვა

თურქეთში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.  ქართულ ბაზარზე თურქული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება. უკვე ორი თვეა მთავრობის გადაწყვეტილებით თურქეთიდან საქართველოში წამლები გამარტივებული წესით, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შემოდის, რისი მიზანიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობაა. დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში