ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ დასავლელი პარტნიორები - ლავროვი

10 მარტი 2022, 14:56 1094 ნახვა

დასავლეთი სახიფათოდ მოქმედებს, როდესაც უკრაინას იარაღით ამარაგებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირი ვერ გვიპასუხებს, ვინ გააკონტროლებს მომავალში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც უკრაინას მიეწოდება. ამიტომ დასავლეთი სახიფათოდ მოქმედებს, როდესაც უკრაინას იარაღით ამარაგებს. ისინი, ვინც უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების გაგზავნას ახალისებენ, ამაზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ“, - აცხადებს ლავროვი.

ლავროვი, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ამ სანქციებს გაუმკლავდება.

"ჩვენს ეკონომიკაზე ნუ ინერვიულებთ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ამ რთულ პერიოდს გადავიტანთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. აღარ გვაქვს იმის ილუზია, რომ დასავლეთი შეიძლება რუსეთისთვის სანდო პარტნიორი იყოს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში