საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

08 მარტი 2022, 10:55 1004 ნახვა

8 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 171 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 418, ქვემო ქართლი - 105, შიდა ქართლი - 182, გურია - 167, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 218, კახეთი - 228, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 65.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 545 საიდანაც,

2 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 898, აჭარაში - 167, იმერეთში - 444.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 72, იმერეთში - 107.

42 336 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი