მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" ტერიტორიიდან გაიყვანეს.
"სირცხვილიას" განცხადებით, დაკავებულია მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. მათივე თქმით, ისინი აქციის დასრულების შემდეგ უმიზეზოდ დააკავეს.
აქციის მონაწილეები რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და ქართული მედია სივრციდან რუსული პროპაგანდისტული არხების გათიშვას ითხოვენ.