ფოსტის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

07 მარტი 2022, 14:38 1005 ნახვა

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში კადიროვის მებრძოლებმა უკრაინის ფოსტის ავტომანქანას   ცეცხლი გაუხსნეს და შემდგომ ტანკით გადაუარეს. ავტომობილში უკრაინის ფოსტის  ორი თანამშრომელი ქალი და კაცი იმყოფებოდა, ისინი პენსიების დასარიგებლად მიემგზავრებოდნენ.  ორივე ადგილზევე დაიღუპა.  ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. ინციდენტი 5 მარტს მოხდა.

გუშინ უკრაინის ფოსტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ცხედრების წამოსაღებად, თუმცა ვერ შეძლეს ოკუპანტების ტანკების გამოჩენის გამო. 

შემთხვევის ადგილზე საომარი მოქმედებების გამო ცხედრების გამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება - აცხადებს სტარუხი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში