ევროპის მოედანზე მოწყობილ ”სანტას კუთხეში” საბავშვო ღონისძიებები დღეს 12 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გასტანს. მერიამ კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმა. 7 იანვარს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საშობაო კონცერტი გაიმართება. საახალწლო გალა- კონცერტს კი ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე ჩატარდება. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საღამოს 9 საათზე საზეიმოდ აინთება.