ამერიკული ავიამზიდი ''ჰარი ტრუმენი'' ეგეოსის ზღვაშია განთავსებული

07 მარტი 2022, 10:39 1195 ნახვა

ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ ეგეოსის ზღვაში არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული სააგენტოები ავრცელებენ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში განთავსებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სამხედრო ოპერაციაში მყისიერი ჩართულობა, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება და საფრთხე ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაემუქრება.

ავიამზიდი  ეგეოსის ზღვის  ჩრდილოეთში  საბერძნეთის  ტასოსის კუნძულთან არის განთავსებული.

„ჰარი ტრუმანზე“ განთავსებული ავიამოიერიშეები ამჟამად ნატოს მისიის ფარგლებში რუმინეთის თავზე დაფრინავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში