ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე donor. moh.gov.ge. რეგისტრაციის შემდეგ სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. გამზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.