ალიანსი არ არის კონფლიქტის ნაწილი, ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან - სტოლტენბერგი

04 მარტი 2022, 13:05 885 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი არ არის კონფლიქტის ნაწილი.  მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო სანქციები დააწესეს.

''ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი, ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით დავიცვათ ყველა მოკავშირე, ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ეს თავდაცვითი წარმომადგენლობაა. მივესალმები აშშ-სგან მტკიცე ერთგულებას მეტი ჯარით. ასევე მივესალმები ევროკავშირისა და კანადის გააქტიურებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მეტი კონტინგენტით ხმელეთზე, ზღვასა და ცაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო გმობს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე და თავდასხმას ატომურ სადგურზე.

''ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი დასრულება და ის, რომ რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები და ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში ''- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო მინისტერიალის დაწყებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი