38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ომის დანაშაულების გამოძიებისთვის ჰააგის სასამართლოს მიმართა - საგარეო 

03 მარტი 2022, 16:13 970 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი