ქუთაისში მოქალაქეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პროდუქტებს აგროვებენ

03 მარტი 2022, 13:54 766 ნახვა

ქუთაისში მოქალაქეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პროდუქტებს აგროვებენ და დაჭრილებისთვის კი სისხლს იღებენ. ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე ჰუმანიტარული დახმარება გროვდება. მოქალაქეებს პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტანსაცმელი მიაქვთ.

150-მდე მედიკოსმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი უანგაროდ გაიღო.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო და შეიქმნა საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს თანხა.

სამოქალაქო სექტორი მორიგ მასშტაბური აქციის გამართვას 6 მარტს გეგმავს. დღეს კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დავით აღამაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ავტომობილების გაბმული საყვირებით მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი