ხარკოვში დაბომბვის შედეგად ეუთო-ს თანამშრომელი დაიღუპა

03 მარტი 2022, 12:58 615 ნახვა

ქალაქ ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს მისიის წევრი დაიღუპა. მარინა ფეინა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა.

ეუთოში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო მოქმედებები უკრაინაში ისევ გრძელდება

"ჩვენ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოვხატავთ მარინას მიმართ. ის SMM გუნდის წევრი იყო უკრაინაში, ჩვენი კოლეგები უკრაინაში მჭიდრო კავშირში რჩებიან მის ოჯახთან. მარინა მოკლეს მაშინ, როდესაც ომის ზონაში მყოფ თავის ოჯახებს ამარაგებდა. ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რაკეტები და ჭურვები, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებსა და ქალაქის ცენტრებს ხვდება, კლავს და აზიანებს უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს,'' - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საომარი მოქმედებები რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთი ერთდროულად უკრაინის რამდენიმე მსხვილ ქალაქსა და დასახლებას ბომბავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში