ლავროვის გამოსვლა გაეროს კონფერენციაზე

01 მარტი 2022, 18:27 1471 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე  ევროკავშირის პერსონალური სანქციების გამო ვერ  ჩავიდა, შეხვედრზე ვიდეომიმართვით გამოვიდა. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა  უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციაში დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში  არსებული სიტუაცია  კიევში დანაშაულებრივი რეჟიმისადმი  დასავლეთის მხარადჭერის შედეგია.  ლავროვის თქმით, ევროპამ დიალოგის ნაცვლად არალეგიტიმური სანქციების გზა აირჩია.   დასავლეთი უარს არ ამბობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასა და  რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაც მზაობას არ აჩვენებს- აცხადებს იგი. ლავროვი  დასავლეთისგან ყოფილი საჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე სამხედრო ობიექტების განლაგებაზე უარის თქმას მოითხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი