ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია - უკრაინის საელჩო

01 მარტი 2022, 18:06 1132 ნახვა

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

მისივე განმარტებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის.

"დღეიდან მე ვასრულებ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს. როგორც ცნობილია თქვენთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზს წარმოადგენდა ორი საკვანძო საბაბი. პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომელიც იყო დაწესებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს“, - განაცხადა კასანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი