პოლონეთი და ნატო არ აპირებს უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას

01 მარტი 2022, 17:43 1118 ნახვა

პოლონეთი და ნატო არ აპირებს უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

„ნატო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს სერიოზული საფასური დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და უგუნური შეჭრისთვის. ჩვენ რუსეთსაც და ბელარუსსაც პასუხს ვაგებინებთ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობით. ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციების განხორციელებით საფასური დააკისრეს.

ჩვენ სატელეფონო საუბრისას რეალურად განვიხილეთ ეს სანქციები პრეზიდენტ ბაიდენთან და პრეზიდენტ დუდასთან, ნატო-ს სხვა ლიდერებთან და ევროკავშირთან. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – აღნიშნავნა სტოლტენბერგმა.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი მხარს ვუჭერენ უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით, მაგრამ არ აგზავნიან თვითმფრინავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ნატოს მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში. 

"ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს თვითმფრინავებს უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ნატოს მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მონაწილე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით, თუმცა ჩვენ არ ვაგზავნით თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი