რუსულმა ძალებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს

28 თებერვალი 2022, 16:34 965 ნახვა

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს, - ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, რუსული ძალების ტექნიკა სუმის მიმართულებით გადაადგილდება.

მისივე განმარტებით, ახტირკაში საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა.

„მტრის ტექნიკა ყველა მხრიდან მიემართება ქალაქისკენ. არის ქუჩის ბრძოლის საშიშროება! იყავით სახლში უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისგან მოშორებით“, - მოუწოდა მან მოსახლეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი